გასულ ღამეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 20 წლის ბიჭი გარდაიცვალა.
როგორც „მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს, მას საავტომობილო ტრასაზე გადასვლისას მსუბუქი ავტომანქანა შეეჯეხა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა სუფსის პოლიციის განყოფილების მიმდებარედ მოხდა.
„ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“ – განუცხადეს „მეტრონომს“ შსს-ში.