რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი 2 თებერვლის ღამეს კიდევ ერთხელ დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული ადმინისტრაცია Telegram-ზე ავრცელებს.
მათივე ცნობით, რუსი ჯარისკაცები ხერსონს 13-ჯერ დაესხნენ თავს.
თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა ორი ადამიანი 9 კი დაშავდა . დაშავებულებს შორის არის 5 წლის ბიჭი, რომელიც ხერსონის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ქალაქის ტერიტორიაზე სამ ადგილას გაჩნდა ხანძარი. მათ შორის, რუსული ჭურვები მოხვდა სავაჭრო ცენტრში მდებარე ფეიერვერკების საწყობს.