ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

AMNESTY INTERNATIONAL საქართველოში არსებულ მდგომარეობას აფასებს

სართაშორისო ორგანიზაცია AMNESTY INTERNATIONAL მსოფლიოში ადამიანის უფლებებთა დაცვასთან დაკავშირებით ყოველწლიურ ანგარიშსს აქვეყნებს. ანგარიშში  საქართველოც მოხვდა.

საერთაშორისო ორგანიზაცია ქყეყანაში მომხდარ სხვადასხვა მოვლენებს აფასებს.

მართმსაჯულების მდგომარეობის შეფასებისას, ორგანიზაციას თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმე მოჰყავს მაგალითად.

ეს ბრალდებები განსაკუთრებით საყურადღებოა გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით, რომელიც საკონსტიტუციო სასaმართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა მეორე დღეს კვლავ დააპატიმრეს.

ორგანიზაცია უარყოფითად აფასებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მისამართით გამოთქმულ კრიტიკას, მათი გადაწყვეტილებების გამო. მეტიც, ანგარიშში ნათქვამია, რომ პროსახელისუფლებო ძალები ემუქრებოდნენ მოსამართლეებს.

AMNESTY INTERNATIONAL აფასებს საქართველოში სხვადასხვა უმცირესობების მდგომარეობას. საერთაშორისო ორგანიზაცია ეხმაურება ტრანსგენდერი ქალის საბი ბერიანის მკვლელობასაც. ანგარიშის მიხედვით, სასამართლომ ჩათვალა, რომ მკვლელობა თავდაცვის მიზნით მოხდა და სასჯელი არაადეკვატური იყო.

AMNESTY INTERNATIONAL-ის მიერ გამოქვეყნებულ ტექსტში მოხვდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეც.

“ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, საქმე “რუსთავი 2”-ის ამჟამინდელი მფლობელების წინააღმდეგ ყოფილმა მფლობელმა, ხელისუფლების კარნახით წამოიწყო და ის ოპოზიციისთვის აზრის გახმოვანების მთავარი საშუალების ჩამორთმევას ისახავდა მიზნად.”

ორგანიზაცია ასევე ყურადღებას ამახვილებს სამართალდამცველების მიერ მშვიდობიანი შეკრებების შეზღუდვისა და მათი დაშლის ფაქტებზე.

 

 

იტვირთბა....