უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ უკრაინა ხარჯავს მთელ ძალისხმევას იმისთვის, რომ რუსეთმა არა მარტო ვერ გაიმარჯვოს ბრძოლის ველზე, არამედ დაკარგოს აგრესიის უკანასკნელი იმედიც.
„ჩვენი თავდაცვისა და უშიშროების ძალები, უკრაინის სახელმწიფო ხელისუფლება, ჩვენი პარტნიორები – ჩვენ ყველანი ერთად მივმართავთ ჩვენს ძალისხმევას, რათა რუსეთმა არა მარტო ვერ გაიმარჯვოს ბრძოლის ველზე, არამედ ოკუპანტმა დაკარგოს აგრესიის უკანასკნელი იმედი შურისძიების მცდელობაში. რუსეთის მარცხი საიმედო და გრძელვადიან მშვიდობას, უდავოს გახდის”, – განაცხადა ზელენსკიმ.