„თელასის“ ცნობით, დღეს, თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება შეუწყდება. მათი თქმით, აღნიშნული გამოწვეულია სხვადასხვა სამუშაოების ჩატარებით.
კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ის უბნებია ჩამოთვლილი, რომლებსაც დღის გამვალობაში ელექტრომომარაგება შეეზღუდებათ:
„საბურთალოს რაიონში საკაბელო ტრასების გამოკვლევის მიზნით 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), იოსებიძის, შარტავას და დები იშხნელების ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში ავარიის პრევენციის მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის V კვარტლის, ახმეტელის, ლუბლიანას და ბელიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა ლორთქიფანიძის ქუჩის მცხოვრებლებს შეეხება.
ისნის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლეხ კაჩინსკის, შორაპნის, აწყურის, ძევერის და კოშკოვანის ქუჩების მცხოვრებლებს, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე კი – თელავის და გუთნის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მანჯგალაძის შესახვევის, პუშკინის და ვაჩნაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელა ჭედიას, სარაჯიშვილის და კაჭარავას ქუჩების მცხოვრებლებს, ხოლო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), მეტრო სარაჯიშვილის მიმდებარე ტერიტორიის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, ზღვისუბნის III მიკრორაიონის IV კვარტლის და გია რომელაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ”, – ნათქვამია განცხადებაში.