უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინელებმა რუსების 3 ვერტმფრენი და 5 დრონი გაანადგურეს.
„უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს ოკუპანტების თავდასხმები ლუგანსკის ოლქის ბელოგორივკას დასახლებასთან და დონეცკის ოლქის რაზდოლოვკას, კრასნაია გორას, ბახმუტის, ნოვობახმუტოვკას, კრასნოგოროვკას, მარინკასა და ჩარივნას დასახლებებთან […] .
ამავე დროს, ჩვენმა დამცველებმა გაანადგურეს СУ-25 თვითმფრინავი, KA-52 ტიპის 3 რუსული ვერტმფრენი, „ორლანის“ ტიპის 3 უპილოტო საფრენი აპარატი, „მერლინის“ ტიპის ერთი და „ლანცეტის“ ტიპის ერთი უპილოტო საფრენი აპარატი“, – განაცხადეს გენერალურ შტაბში.