aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

პუტინი უკრაინაზე ახალ შეტევებს გეგმავს – იენს სტოლტენბერგი

aviabiletebi
ავიაბილეთები

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა რუსეთის ახალ გეგმაზე ისაუბრა.

მისი თქმით, პუტინმა 200 000-ზე მეტი ჯარისკაცი მოაბილიზა უკრაინის წინააღმდეგ.

„რაც მთავარია, ჩვენ ვერ ვხედავთ იმის ნიშნებს, რომ პრეზიდენტმა პუტინმა შეცვალა თავისი მიზნები, მას სურს გააკონტროლოს უკრაინა და გეგმავს ახალ შეტევას”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

აქედან გამომდინარე, სტოლტენბერგის განცახდებით, დასავლეთმა უნდა გაზარდოს უკრაინის დახმარება.

„ამიტომ, ჩვენ უნდა მივაწოდოთ [უკრაინას] უფრო მძიმე და თანამედროვე სისტემები, რათა უკრაინის არმიამ შეძლოს რუსული ძალების განდევნა არა მხოლოდ გადარჩენის მიზნით, არამედ გაიმარჯვოს, დაიბრუნოს უკრაინის ტერიტორია და გაიმარჯვოს, როგორც დამოუკიდებელმა და სუვერენულმა სახელმწიფომ ევროპაში”, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

იტვირთბა....