ახალი ამბები მთავარი სოციალური ქსელი

ვერ მოვედი დასამშვიდობებლად, ბუბა, მაპატიე! – რა ემოციურ ისტორიას იხსენებს ირინა სარიშვილი მაესტროზე

პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში 1994 წლის 3 დეკემბერს მის თავს გადამხდარი ტრაგედიის დროს ბუბა კიკაბიძის სოლიდარობისა და თანაგრძნობის ამბავს იხსენებს.

„1994 წლის 3 დეკემბრის ტერაქტის შემდეგ, სანამ საავადმყოფოში ვიყავი, სულ იქ იყოო, ეზოშიო.
დეკემბრის ბოლოს, შინ რომ გადამიყვანეს გიას მშობლებთან, ისევ მწოლიარე მდგომარეობაში, მოვიდა ბევრი წითელი ვარდით და პატარა პლუშის დათუნიათი ხელში. შემოვიდა ოთახში, საწოლის გვერდით დამიჯდა, ჩემი ხელი თავის თბილ ხელებში ჩადო, მიყურებდა, მიღიმოდა უსიტყვოდ, მეც ვუღიმოდი, მერე ორივეს ცრემლები წამოგვივიდა. ასე იჯდა არ ვიცი რამდენ ხანს და პატარა ბავშვივით ტიროდა.
ვერ მოვედი დღეს დასამშვიდობებლად, ბუბა! მაპატიე!
მარტო მოვალ მერე ისეთივე წითელი ვარდებით და როგორც მაშინ ვტიროდით, სიჩუმეში ვიტირებ.
მადლობა ყველაფრისთვის! “

იტვირთბა....