ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სადენების დაზიანების გამო, თბილისი-ზუგდიდის მატარებელი სენაკში გაჩერდა

სენაკში, რკინიგზის სადგურთან, თბილისი-ზუგდიდის მატარებელია გაჩერებული. ძლიერმა ქარმა სადენები დააზიანა და მატარებელმა დაგეგმილი რეისი ვერ შეასრულა.

არსებული ინფორმაციით, პრობლემის აღმოსაფხვრელად სამტრედიიდან სპეციალური ჯგუფი მოდის, რათა ხაზები შეაკეთონ. ამასთან, ქარი სამუშაოების შესრულებას აფერხებს.

რაც შეეხებათ მგზავრებს, ისინი მიკროავტობუსებსა და სხვა ტრანსპორტში გადაანაწილეს.

იტვირთბა....