ბიზნესმენი თემურ ჭყონია სომხეთში McDonald’s-ის ქსელის რესტორნის აშენებას გეგმავს. როგორც ჭყონიამ “ბიზნესკონტაქტს” განუცხადა, ამ საკითხზე მოლაპარაკებები უახლოეს პერიოდში დაიწყება.
“ამას თუ მივაღწიე, ჩემს ამბიციებს ნაწილობრივ დავიკმაყოფილებ. გარდა ამისა, ლილოში McDonald’s-ის საწყობს ვაშენებთ და დაახლოებით 6 თვეში დავასრულებთ. საქართველო შეიძლება, გახდეს ჰაბი, საიდანაც შესაძლოა, მომარაგდეს აზერბაიჯანი და შუა აზიის ქვეყნები”, – განაცხადა ჭყონიამ.
ბიზნესმენი McDonald’s-ის ქსელის რესტორნის აშენებას გლდანის რაიონში და რუსთავშიც გეგმავს.