ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სად არიან არასმთავროები, როდესაც ჩემს მიმართ ბულინგი ხორციელდება – სალომე ზურაბიშვილი

არ ვიცი, სად არიან არასმთავროები, როდესაც ჩემს მიმართ ბულინგი ხორციელდება – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბისვილმ სასაგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ ხორციელდება შანტაჟი, ბულინგი და მუქარა და ამ ორკესტრირებული თავთასხმის უკან სახედლისუფლებო პირები დგანან.

მე-5 პრეზიდენტი ამბობს, რომ კარიერის დასრულებით ემუქრებიან.

“ამდენი წელი უკვე ვეღარ გამიცნეს, მაგრამ მიუღებელია ინსტიტუტზე და აღარ ვამბობ უკვე ქალზე და პრეზიდენტზე, ის რაც ხდება დღეს ზეწოლა, ბულინგი, სხვათა შორის, არ ვიცი სად არიან არასამთავრობოები, რომლებმაც ბულინგის მიმართ რაღა უნდა გამოხატონ, შანტაჟი, მუქარა, დამცირება, აგერ რუსული სოფელი არის ჩემს კარებთან და ნახეთ რას ნიშნავს, როცა, არ მგონია, არც ერთ ქვეყანაში სხვაგან, არ იქნებოდა პრეზიდენტის სასახლის წინ მითუმეტეს ამ დაძაბულ პერიოდში, ასეთი სოფელი გამართული. მაგრამ სხვადასხვა აზრები არის და სხვადასხვა გემოვნება…“ – განაცხადა ზურაბიშვილმა

იტვირთბა....