ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჩვენ თანახმა ვიქნებოდით, თუმცა… – ლატვიის ელჩი სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანაზე

ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ედიტე მედნემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, ლატვია მზადაა სააკაშვილის მისაღებად, თუმცა მან არ იცის ექსპრეზიდენტის ზუსტი დიაგნოზი და, ამდენად, ვერ შეაფასებს, რამდენად იქნება ლატვია საუკეთესო ადგილი სააკაშვილის სამკურნალოდ.

„ჩვენ არ ვიცით, რა იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია მისი ადამიანური უფლებების დაცვასა და სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევაზე. მაგრამ დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. დიახ, ჩვენ თანახმა ვიქნებოდით მის მიღებაზე, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენ არ ვიცით ზუსტი სამედიცინო დიაგნოზი. ასე რომ, ჩვენ არ ვიცით, იქნება თუ არა ლატვია საუკეთესო ადგილი მისთვის, ამიტომ ისევ სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ“,- განაცხადა ელჩმა.

იტვირთბა....