ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არ ვიცი რა დავარქვა, დაძაბვა”- კალაძე განმარტავს რატომ გაუფუჭდა მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობა

თბილისის მერმა, კახი კალაძემ განმარტა რატომ გაფუჭდა მასა და მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილს შორის ურთიერთობა. ეს კითხვა მას ოპოზიციონერმა ზვიად კუპრავამ დაუსვა, რომელიც საკრებულოს სხდომაზე მივიდა მაისურით მიხეილ სააკაშვილისა და კახი კალაძის ერთობლივი ფოტოს გამოსახულებით.

კალაძემ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობა მისი განსხვავებული მოსაზრებების გამო გაუფუჭდა.

“რაც შეეხება სააკაშვილთან ჩემი ურთიერთობის, არ ვიცი რა დავარქვა, დაძაბვას, თუნდაც არ ვიცი, გაფუჭებას, იყო ძალიან მარტივი, მე ვცხოვრობდი იტალიაში და რა თქმა უნდა, ძალიან ვგულშემატკივრობდი ჩემ ქვეყანას, ყოველთვის, როცა მეძლეოდა შესაძლებლობა ჩამოვდიოდი, აქ ვისვენებდი, იმიტომ, რომ აქ იყვნენ ჩემი მშობლები, მეგობრები, და ყოველთვის მიხაროდა საქართველოში ჩამოსვლა იმის მიუხედავად, რომ ჩემ ოჯახს ძალიან დიდი ტრაგედია დაატყდა თავს და ეს მოხდა საქართველოში და ეს უბედურება ჩაიდინა და გააკეთა ქართველებმა. […] ყოველთვის მიხაროდა კარგი რაც კეთდებოდა და არასდროს არ ვიხევდი უკან მეთქვა ის სიმართლე, რაც პრობლემა იყო და რაც მიმაჩნდა არასწორად. როგორი დამოკიდებულება ჰქონდა წინა ხელისუფლებას განსხვავებული მოსაზრებების გამო, იმ ადამიანების მიმართ ვისაც განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ, მე მგონი ამას ჩემი განმარტება არ სჭირდება, ეს იყო ყველაფერი მიზეზი”, – თქვა კალაძემ.

იტვირთბა....