ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რა ეტაპზეა ვაკის პარკის ტრაგედიის საქმე – რას ამბობს კახა კალაძე

რა ეტაპზეა ვაკის პარკის ტრაგედიის საქმე – თბილისის მერის განცხადებით, მკვლელი შადრევნის საქმეზე შესახებ არსებულ კითხვებს პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.

კალაძის თქმით, „მშენექსპერტის“ მიერ მომზადებულ ყველა დასკვნას, მისივე დავალებით, მერია თავიდან შეამოწმებს.

ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელიც თავს დაგვატყდა, რა თქმა უნდა, გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი ყველა კითხვას, რა იყო პრობლემა, რამ არ იმუშავა, რატომ არ იმუშავა და ასე შემდეგ. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, ჩემი დავალებით, მოხდება ყველა იმ ობიექტის შემოწმება, რომელზეც ბოლო წლების განმავლობაში „მშენექსპერტის“ მიერ იქნა ექსპერტიზა ჩატარებული. ასევე, იმ პროექტებს ჩაუტარდება ექსპერტიზა, რომელიც ჯერ არ განხორციელებულა, თუმცა, პროექტის სახით დევს მერიაში და დასკვნა „მშენექსპერტის“ მიერ არის მომზადებული“, – განაცხადა თბილისის მერმა.

იტვირთბა....