ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რუსეთმა თითქმის მოაგვარა საქმე საქართველოსთან” – ჟდანოვი

“პუტინი სარგებლობს ნებისმიერი დაპირისპირებით, ნებისმიერ ადგილას” – ამის შესახებ უკრაინელმა სამხედრო ექსპერტმა, ოლეგ ჟდანოვმა UKRLife TV-ის ეთერში განაცხადა.

ჟდანოვი გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ცნობებს. მანვე აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, რუსეთი უახლოეს მომავალში შეძლებს დაარწმუნოს საქართველო, უფლება მისცეს რუსულ ჯარს, საქართველოს ტერიტორიის გავლით, სომხეთში შევიდნენ დისლოცირებისთვის.

„ჩემი აზრით, რუსეთმა თითქმის მოაგვარა საქმე საქართველოსთან. მეჩვენება, რომ მიხეილ სააკაშვილთან ჩატარებული სპეცოპერაცია დასავლეთის თვალში საქართველოს სრულ დისკრედიტაციას ახდენს.

თუ დაიჯერებთ იმ ვერსიას, რომ მისი მოწამვლა არის რუსული სპეცსამსახურების სპეცოპერაცია და ის ციხეში მოკვდება – მაშინ საქართველო, როგორც დემოკრატიული ქვეყანა, სრულიად დისკრედიტირებული იქნება.

და მაშინ საქართველოს ხელმძღვანელობას დასავლეთთან დაახლოების შანსი არ ექნება. მათ ექნებათ ერთი ვარიანტი – რუსეთის ფედერაციასთან დაახლოება. გარდა ამისა, საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რაც ბერკეტს წარმოადგენს. ვიცი, რომ აფხაზეთში [რუსები] აგრძელებენ სოფლების მიტაცებას [მცოცავ ოკუპაციას]. ჯარის ბოლო გადაადგილება ზაფხულში დაფიქსირდა. ეს საქართველოს მთავრობაზე ზეწოლის ინსტრუმენტია“, – თქვა ჟდანოვმა. [კომენტარს The Odessa Journal აქვეყნებს].

იტვირთბა....