ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საკრებულოს სხდომაზე ამოღებული ხელბორკილები – ირაკლი ნადირაძემ თბილისის მერს სიმბოლური ნივთი მიუტანა

დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში 2022 წელს აჯამებს.
მერის ვიზიტი დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანოში ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

ენმ-ის წევრმა, ირაკლი ნადირაძემ კითხვა-პასუხის დროს სიმბოლურად ხელბორკილები ამოიღო. ნადირაძის თქმით, ის კალაძითვისაა განკუთვნილი.
ოპოზიცია თბილისის მერს რამდენიმე ბრალდებას უყენებს, მათ შორის, მასშტაბური კორუფციული სისტემის შექმნას.

„თქვენ მიხეილ სააკაშვილს პირადად იცნობთ და ძალიან უხერხულია თქვენი განცხადებები, როდესაც ეს განცხადებები პუტინის გარემოცვის განცხადებებს ემთხვევა. თქვენ იყავით ის ადამიანი, რომელიც, წლების განმავლობაში შესციცინებდით ამ კაცს. ამასთან, თქვენ ხშირად ახსენებთ ხოლმე ლევან ხაბეიშვილს, მე კითხვები აღარ მაქვს თქვენთან, ყველაფერი გარკვეულია, თქვენთან ლევან ხაბეიშვილმა გამომატანა ნამდვილი ხელბორკილები. მოირგეთ, იმიტომ, რომ დიდხანს მოგიწევთ ამ ხელბორკილების ტარება,“- განაცხადა ნადირაძემ.

იტვირთბა....