ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ეს რეზოლუცია ივანიშვილს ურთულებს ცხოვრებას მაშინაც კი, როცა სანქციები ჯერ-ჯერობით იურიდიულად არც კი აქვს დაკისრებული – გოცირიძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო დეპუტატი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.

„ივანიშვილმა მორიგი წერილი-გოდება გამოაქვეყნა-იმ ფულს ვინ ჩივის შვეიცარიის ბანკს რომ ვედავები, საკუთარი ანგარიშებიდან ფულის გადარიცხვაზეც კი უარს მეუბნებიანო. ამის მიზეზად ევროპარლამენტის რეზოლუციას ასახელებს, რომელიც ივანიშვილს ოლიგაქად მოიხსენიებს და რეკომენდაციას აძლევს აღმასრულებელ ორგანოს, დაუწესდეს მას სანქციები.
ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ეს რეზოლუცია ივანიშვილს ურთულებს ცხოვრებას მაშინაც კი, როცა სანქციები ჯერ-ჯერობით იურიდიულად არც კი აქვს დაკისრებული.
თუ გაჯიუტდება და კვლავ გააგრძელებს ქვეყნის ევროპული მომავლით ვაჭრობას, პოლიტიკურ დევნას და ანტიდასავლურ კამპანიას, მძიმე დღეები დაუდგება“ , – წერს გოცირიძე.

იტვირთბა....