ვრცელდება ინფორმაცია, რომ გატაცებული 17 წლის სამირა ბაირამოვას ოჯახის წევრებს დაუკავშირდა გამტაცებელი და მხარეებს შორის შეთანხმება შედგა.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, თუ ისინი პოლიციიდან განცხადებას გაიტანენ, გამტაცებლები სამირა ბაირამოვას უახლოეს მომავალში დააბრუნებენ.
ადგილზე იმყოფება სახალხო დამცველის რწმუნებულიც. თუცმა, მას ამ დროისთვის დასკვნის გაკეთება უჭირს, მაგრამ ამბობს, რომ სახალხო დამცველის აპარატი ამ პროცესებში ჩაერთო და მიმდინარეობს მოკვლევა.
Rustavi 2