ახალი ამბები მთავარი სამართალი

გატაცებული სამირა ბაირამოვა ოჯახის წევრებს დაუკავშირდა

გავრცელდა ინფორმაცია, რომ გატაცებული სამირა ბაირამოვა დაუკავშირდა ოჯახის წევრებს და შველა ითხოვა.

გოგონა ოჯახის წევრებთან მისი ადგილსამყოფელის შესახებაც საუბრობს და განმარტავს, რომ ის იმყოფებოდა თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. თუმცა, გამტაცებლები მისამართის შეცვლას გეგმავდნენ.

აღნიშნულ ტერიტორიაზე საპატრულო პოლიცია ბობილიზებული არ არის და სამძებრო ღონისძიებები არ მიმდინარეობს.

“გოგომ დაურეკა ბიძას ჩუმად და უთხრა, სადღაც, პარლამენტის გვერდზე ვარო და მილიციაში არ გვიშვებენ, რომ ვუთხრათ ეს ინფორმაცია,“ – განაცხადა სამირა ბაირამოვას ოჯახის წევრმა.

Rustavi 2

იტვირთბა....