aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

ვიდეო: სააკაშვილი რუსული საწამლავით მოწამლეს…

aviabiletebi
ავიაბილეთები

მიხეილ სააკაშვილი რუსული საწამლავით და მოსკოვის ბრძანებით ციხეში მოწამლეს. – სკანდალურ ინფორმაციას ტელეგრამ არხი Генерал СВР  “კგბ” – ს ყოფილ მაღალჩინოსანზე, სერგეი ჟირნოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტელეგრამ არხის წყარო აცხადებს, რომ ის სააკაშვილს კარგად იცნობს, არ მოსწონს როგორც პოლიტიკოსი და ადამიანი, მაგრამ გვერდს არ უვლის იმ ფაქტს, რომ სააკაშვილმა საქართველო ღრმა პოლიტიკური და კორუფციული ჭაობიდან ამოიყვანა.

– “უკრაინის ომის ფონზე, სააკაშვილი ყველას მიავიწყდა… მხოლოდ ქართული ოპოზიციის ნაწილი ცდილობს გააცოცხლოს მისი პატიმრობის თემა”.  მე ვიცნობ მიხეილ სააკაშვილს, არ მომწონს როგორც პოლიტიკოსი და ადამიანი, რამდენჯერმე შევხვედრივარ და მასთან ურთიერთობა იოლი არ არის, რთული ადამიანია, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. მან როგორც პრეზიდენტმა ჩაატარა გიჟური რეფორმები, საქართველო ღრმა კრიზისიდან გამოიყვანა, ის ციხეში ზის რუსების მოთხოვნით, მოსკოვის ბრძანებით. სააკაშვილი მოწამლეს რუსების დავალებით, მოწამლეს საწამლავით, რომელიც გაგზავნილია რუსეთის ტერიტორიიდან. საწამლავს უმატებდნენ როგორც საკვებში, ისე პირადი ჰიგიენის საშუალებებში. უკიდურესად მძიმე მოწამვლაა და თუ უახლოეს დღეებსა და საათებში მას სათანადო მკურნალობას არ აღმოუჩენენ იგი მოკვდება. მესმის რომ მის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს, მაგრამ პრეზიდენტის ასე სიკვდილი არ შეიძლება. სააკაშვილი არის პოსტსაბჭოთა სივრცის უდიდესი რეფორმატორი, გამორჩეული ლიდერი, რომელმაც  ეს პატარა, მაგრამ ამაყი ქვეყანა კორუფციული ჭაობიდან ამოიყვანა… – აცხადებს “კგბ” – ს ყოფილი მაღალჩინოსანი.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის მძიმე მეტალებით მოწამვლის ფაქტი ამერიკელმა ექსპერტებმაც დაადასტურეს. სასამართლოში გამოკითხულმა ამერიკელმა ფსიქიატრმა, დევიდ გოლდსმიტმა მესამე პრეზიდენტის მძიმე დიაგნოზი, დემენცია სწორედ მოწამვლას დაუკავშირა!

იტვირთბა....