aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

სობოლევსკის განცხადებით, ხერსონის დაბომბვა იყო რუსების მორიგი ტერორისტული აქტი, მიზანი – უკრაინელების გენოციდია

aviabiletebi
ავიაბილეთები

ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის, იური სობოლევსკის თქმით, ოკუპანტების მხრიდან ხერსონის დაბომბვის შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, 20-მდე მათგანის მდგომარეობა კი კრიტიკულად მძიმეა.

მისი თქმით, რუსეთის მიზანი უკრაინელი ხალხის გენოციდია, რადგან მათი დაბომბვის სამიზნე ობიექტი მშვიდობიანი ხალხის თავშეყრის ადგილებია.

“იერიშების შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. 20-მდე ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მედიკოსები მათი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან. ეს იყო რუსების მიერ ჩადენილი მორიგი ტერორისტული აქტი, რომლის მიზანი უკრაინელი ხალხის გენოციდია. დაბომბვის ადგილი ინფრასტრუქტურულ ობიექტს არ წარმოსადგენადა. ეს იყო ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორია და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი. აფეთქებამდე საშინელი ხმა გაისმა. ეს იყო საზენიტო სისტემიდან გამოშვებული რაკეტა. ქალაქის ცენტრის შემდეგ რუსებმა სხვა რაიონებიც დაბომბეს. ეს იყო მიზანმიმართული ტერორი”, – თქვა იური სობოლევსკი.

ცნობისთვის, რუსებმა ხერსონი გუშინ, 24 დეკემბერს დაბომბეს. შედეგად 10 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 55 კი დაიჭრა.

იტვირთბა....