ახალი ამბები მთავარი სამართალი

ფონიჭალიდან გატაცებული 17 წლის გოგონას ახლობლებმა რუსთავი-თბილისის გზა გადაკეტეს

“რუსთავი 2”- ის ინფორმაციით, ფონიჭალიდან გატაცებული 17 წლის გოგონას, სამირა ბაირამოვას ახლობლებმა დღეს ფონიჭალაში აქცია გამართეს, შემდეგ კი რუსთავი-თბილისის გზა გადაკეტეს.  მათი განცხადებით, გოგონა სავარაუდოდ მარნეულშია წაყვანილი და ამ ინფორმაციას აწვდიან პოლიციას, თუმცა გამოძიება არ იწყება. გატაცებულის დედა, ნაილა გურაბანოვა აცხადებს, რომ გამტაცებლები ცდილობდნენ  გოგონა საქართველოდან გაეყვანათ, თუმცა ვერ შეძლეს.

“ჩემი შვილი მასწავლებლებთან ემზადებოდა. შეყვარებული არ ჰყავდა. გაიტაცა მისთვის უცნობმა პირმა, რომელიც სავარაუდოდ არასრულწლოვანია. თუმცა მას თან ახლავს რამდენიმე მამაკაცი, რომლებიც 30 წელს გადაცილებულები არიან. პოლიციასთან ვასახელებთ კონკრეტულ სახელებსა და გვარებს, თუმცა სამართალდამცავები არანაირ რეაგირებას არ ახდენენ”, – განაცხადა ნაილა გურაბანოვამ.
17 წლის გოგონას უკვე მესამე დღეა ეძებენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს ფონიჭალაში ადგილობრივი მოსახლეობა პოლიციის შენობაში შეიჭრა. ისინი არასრულწლოვანი გოგონას გატაცების გამოძიებას ითხოვდნენ.

 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარზე მიმდინარეობს “სისხლის სამართლის კოდექსის” 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

იტვირთბა....