ახალი ამბები საზოგადოება

ბარათაშვილის ხიდზე საგზაო მოძრაობა 15 მარტისთვის აღდგება

თბილისში, ბარათაშვილის ხიდზე მიმდინარე სამუშაოები დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მოინახულა. მასთან ერთად მიმდინარე სარემონტო სამუშაოები  ვიცე-მერმა, ლაშა აბაშიძემაც, დაათვალიერა.

“ბარათაშვილის ხიდზე მთლიანად მოძრაობა 15 მარტისთვის აღდგება. ეს ჩვენი კატეგორიული და პრინციპული მოთხოვნაა ისევე, როგორც სამუშაოების ხარისხიანად შესრულება ყველა კომპანიასთან უმკაცრესი მოთხოვნაა,” – განაცხადა დავით ნარმანიამ.

ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოებს კომპანია ენსისი აწარმოებს. საგზაო მოძრაობა სრულად 15 მარტისთვის აღდგება. 

 

 

იტვირთბა....