ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე რეფერენდუმის ჩატარებისთვის ემზადება

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში შესვლისა და თვითგამოცხადებული რესპუბლიკისთვის სახელის შეცვლის საკითხზე რეფერენდუმს ჩაატარებს. ეს განცხადება საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა პარლამენტისადმი მიმართვაში გააკეთა. ლეონიდ თიბილოვის თქმით, რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს მიახლოვებისა და ანტირუსული და ანტიოსური რიტორიკის გაგრძელების ფონზე, ეს რესპუბლიკის უსაფრთხოების ერთადერთი გარანტიაა.

“ვაპირებთ, გავაგრძელოთ კონსულტაცია რუსულ მხარესთან რეფერენდუმის ჩატარების საკითხთან დაკავშირებით. საკითხის დელიკატურობიდან და იქიდან გამომდინარე, რომ არ გვინდა, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს სირთულეები შევუქმნათ საერთაშორისო არენაზე, მიმაჩნია, რომ რეფერენდუმი განსაკუთრებული ფორმით უნდა ჩატარდეს. განიხილება ჩვენი კონსტიტუციის ტექსტში ცალკეული ნორმის შეტანა, რომელიც საშუალებას მისცემს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მიმართოს რუსეთის ფედერაციას წინადადებით, რომ სამხრეთ ოსეთი ახალი სუბიექტის სახით რუსეთის შემადგენლობაში შევიდეს,“ – წერია ლეონიდ თიბილოვის განცხადებაში.

ოკუპირებული ცხინვალი ახალ შეთანხმებასაც ამზადებს, რომლის თანახმადაც, სამხედრო ქვედანაყოფების ნაწილი რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უნდა შეუერთდეს.

საოკუპაციო რეჟიმი რუსეთის სათათბიროსთვის საქართველოს მხრიდან ოსი ხალხის გენოციდის აღიარების თხოვნით მიმართვასაც გეგმავს.

Rustavi 2

იტვირთბა....