ახალი ამბები მთავარი სამართალი

რას გეგმავს მაგდა პაპიძის და: „ჩემი და არ იყო უჭკუო ასეთი დღიური ტელევიზორზე დაეტოვებინა“

ქმრისა და შვილის მკვლელობის საქმეზე პროკურატირის მიერ მტკიცებულებების გამოქვეყნების ფაქტს ბრადებული მაგდა პაპიძის და ეხმაურება.

„დედამთილმა რომ დაურეკა დედაჩემს, უთხრა, რომ ტელევიზორზე ვიპოვნე დღიური, სადაც მაგდა უშუალოდ დეტალებს წერს, რა უნდა გააკეთოს. მართლა გაოგნებულები ვართ. ჩემი და არ იყო ასეთი უჭკუო გოგო, ეს დაეწერა და ტელევიზორზე დაეტოვებინა. ჩვენც გავაკეთებთ ექსპერტიზის დასკვნას და 31 მარტს ბევრ რამეს აეხდება ფარდა,“ – განაცხადა ლანა პაპიძემ.

ლანა პაპიძე აღნიშნავს, რომ მას არ ჰქონია ინფორმაცია იმის შესახებ ჰყავდა თუ არა მაგდა პაპიძეს მეგობარი მამაკაცი.

„უბნელი იყო, მათთან ცხოვრობდა, მაგრამ მე ნამდვილად არ მქონდა ინფორმაცია, რომ საყვარელი, ან მისი მეგობარი ბიჭი იყო. მე აღვნიშნე, რომ იცნობდნენ ერთმანეთს, მაგრამ უშუალოდ მე არ დამიდია ეგ ინფომრაცია, რომ ჩემი და მისი მეგობარი გოგო იყო. მართლა გაოგნებული ვარ,“ – აცხადებს ლანა პაპიძე.

შეგახსენებთ, დღეს პროკურატურამ მასალები გამოაქვეყნა, სადაც მთავარ ნივთმტკიცებად წარმოადგინა პაპიძის დღიური. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა აღნიშნულ დღიურში ჩაწერა მკვლელობის მოკლე გეგმა.

იტვირთბა....