იუსტიციის სამინისტროს ცნობით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მკურნალ ექიმთა გადაწყვეტილებით, ელექტროსიგარეტის მოხმარება შეეზღუდა.
გავრცელებული ინფორმაციითმ სააკაშვილი ელექტროსიგარეტს დიდი რაოდენობით მოიხმარდა.
„ბრალდებული/მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი იღებდა დიდი რაოდენობით ელექტრო სიგარეტს, რაც გახდა საფუძველი იმისა, რომ სამედიცინო დაწესებულებაში მის მკურნალ ექიმთა ჯგუფს, ასევე პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დანაყოფს მიეღო გადაწყვეტილება, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მას შეზღუდოდა ელექტრონული სიგარეტის მოხმარება“, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.