მთავარი უკრაინის ომი

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 13 დეკემბრის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 13 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 95 260 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +500]
ტანკი – 2 966 ერთეული [+0]
ჯავშანტექნიკა – 5 930 ერთეული [+2]
საარტილერიო სისტემა – 1 931 ერთეული [+2]
MLRS – 404 ერთეული [+7]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 211 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 281 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 264 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 617 ერთეული [+4]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 592 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 4 549 ერთეული [+5]
სპეცტექნიკა – 170 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს [განახლებულ მონაცემებს აქვე მოგაწვდით].

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებული მონაცემებით კი, 24 თებერვლიდან 12 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

343 თვითმფრინავი
183 ვერტმფრენი
2 653 უპილოტო საფრენი აპარატი
396 საზენიტო სარაკეტო სისტემა
7 076 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
928 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 678 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
7 568 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

იტვირთბა....