„გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცახდებას გამოეხმაურა.
ხვიჩიას თქმით, ფაქტია, რომ ქართული მხარე არასწორად მოქმედებს.
„ის, რომ ჩვენი მთავრობა აშშ-ის ოფიციალურ პოზიციას არად დაგიდევთ, ჩემთვის ძალიან შეშფოთების საგანია და ვერც ერთი რაციონალური არგუმენტით ვერ ვხსნი, რადგან შეუძლებელია საქართველოში ცხოვრობდე, ბოლო პერიოდის მოვლენები გესმოდეს, გესმოდეს ვინ არის შენი ჩრდილოელი მეზობელი და მთავარ მოკავშირესთან სამყაროში ასეთი ტიპის ქცევებით იფუჭებდე საქმეს,” – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ყველა ძირითად უფლებაზე, მათ შორის, შესაბამისი მკურნალობის უფლებაზეც, პასუხისმგებელი საქართველოს ხელისუფლებაა.