ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ბიბლიური თავისუფლების” შემოსავალი იმ “გირჩში” მიდის, ბიძინას მოურავმა კი მე მლანძღა – ჯაფარიძე

[su_quote] გუშინ ბიძინას მოურავმა მთავრობის სხდომაზე მლანძღა, მკრეხელობაში დამდო ბრალი, და დააანონსა რომ საკანონმდებლო ინიციატივით პრაქტიკულად გააუქმებს “ბიბლიურ თავისუფლებას”.

გუშინდელიდან მოყოლებული სამთავრობო ტროლ-გვერდებმა წამოიწყეს კამპანია, თითქოს “ბიბლიური თავისუფლებით” მე ვიშოვე 2 მილიონამდე. ამ დროს ჩვენ ვყვირივართ, რომ “ბიბლიური თავისუფლება” გადასარჩენია.

ის “გირჩი” ამბობს, რომ არ აპირებს ბიბლიური თავისუფლებისთვის ბრძოლას. თუ რამე შემოსავალი აქვს “ბიბლიურ თავისუფლებას”, ახლაც და წლებია მიდის იმ “გირჩში”.

“ოცნება”, რომელმაც ზუსტად იცის სად მიდის ბიბლიური თავისუფლების შემოსავალი, მაშავებს მე, თითქოს მილიონებს ვშოულობდე. ის “გირჩი” არ უარყოფს ამას და არ ამბობს გასაგებად, რომ მე “ბიბლიური თავისუფლების” შემოსავლებთან არაფერი მაქვს საერთო, აგრძელებს შემოსავლის მიღებას, თან ისე რომ არ დავიცავთ ამ ორგანიზაციას საპატრიარქო-ოცნების ტანდემისგანო.

“ოცნებაც” კმაყოფილია – ჩემი გაშავების ახალი თემა შექმნეს. საპატრიარქოც კმაყოფილია – შეიძლება ისევ მონოპოლისტები გახდნენ სავალდებულო გაწვევის თავიდან არიდების სფეროში. ვარდს ვთესავ და … ამოდისო, ჩემზეა ნათქვამი. [/su_quote]

– აღნიშნავს „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

იტვირთბა....