ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ღარიბაშვილის მუქარა: “გირჩის” საბუთით ახალგაზრდები ჯარს თავს ვეღარ აარიდებენ

პრემიერის ღია მუქარა – ახალგაზრდები “სასულიერო პირის მოწმობებით” სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებას ვეღარ შეძლებენ.

ირაკლი რარიბაშვილი აღნიშნავს, რომ აღმოიფხვრება საკანონმდებლო ხარვეზი, რომელიც ზურა ჯაფარიძემ გამოიყენა:

დაიხურება, ეს ხარვეზი აღმოიფხვრება და გამოირიცხება მათი არაკეთილსინდისიერი, ფიქციური, ვითომ რელიგიური ორგანიზაციების შესაძლებლობა. ეს საკითხი გავლილი გვაქვს ჩვენ საპატრიარქოსთანაც და შესაბამისი ჩანაწერის მიხედვით აღნიშნული საკითხი მოგვარდება ერთხელ და სამუდამოდ.

ჩვენ არ მივცემთ ამ მავნებლებს ჩვენი ახალგაზრდა, ჯანსაღი თაობის არასწორ გზაზე დაყენების საშუალებას. ადამიანს პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ თავი აარიდე შენს მთავარ კონსტიტუციურ მოვალეობას. ამაზე დიდი მავნებლობა და მტრობა შენი ქვეყნისთვის, რა უნდა იყოს?!” – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

იტვირთბა....