ბახმუტში, 3 დეკემებერს დაღუპული 5 ქართველი მებრძოლის ცხედრის გადმოსვენება ისევ ვერ ხერხდება.
ამ თემას უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ნადიმ ხმალაძე გამოეხმაურა.
„შეუძლებელია შესვლა, რუსებთან მოლაპარაკება მითუმეტეს ქართველებთან დაკავშირებით, ამიტომ ვერაფერს გეტყვით, ძალიან მძიმე მდგომარეობაა, მაგრამ უკრაინის მხარე აკეთებს ყველაფერს, რომ ეს ბიჭები გადმოვასვენოთ ჩვენ კონტროლირებად ტერიტორიაზე”, – განაცხადა ხმალაძემ.