რომის ერთ-ერთ კაფეში სროლის შედეგად სამი ქალი დაიღუპა, ოთხი კი დაიჭრა. BBC-ის ინფორმაციით, მოკლულთაგან ერთ-ერთი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის მეგობარი იყო.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კაფეში იმყოფებოდნენ რომის ერთ-ერთი საცხოვრებელი კვარტლის საბჭოს წევრები.
რომის მერის, რობერტო გუალტიერის განცხადებით, მომხდარის გამო ის დღეს მთავრობის საგანგებო სხდომას დაესწრება.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 57 წლის მამაკაცი. მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ სროლამდე ის ყველას მოკვლით დაემუქრა.