საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე საკითხე ისაუბრა.
მათ შორის, იყო ანაკლიის პორტის თემა.
ღარიბაშვილის თქმით, ანაკლიის პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით ინვესტორ კომპანიებთან ერთად აშენდება, თუმცა პორტის 51%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფო იქნება.
„ჩვენი გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51%-ის მფლობელი იქნება სახელმწიფო. დანარჩენზე ჩვენ გამოვაცხადებთ საერთაშორისო კონკურსს და შევარჩევთ პარტნიორებს.
ეს პროექტი მიტოვებულია, ადგილი გაპარტახებულია, მტვრის ბუდედ გადააქციეს ადგილი. ეს კატეგორიულად მიუღებელია, ჩვენ სასწრაფოდ უნდა შევარჩიოთ საერთაშორისო პარტნიორი კომპანიები და ჩვენც უნდა დავიწყოთ ინვესტირება ამ პროექტში. პროექტი განხორციელდება ჩვენი თანამონაწილეობით – სახელმწიფო განახორციელებს ამ პროექტს სხვა კომპანიებთან ერთად” , – განაცხადა პრემიერმა.