ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საცოდავი ოკუპანტები უკვე ყირიმის ზედ სანაპიროზე თხრიან სანგრებს – რას წერს ბუკა პეტრიაშვილი

პოლიტიკოსი და ტელეწამყვანი ბუკა პეტრიაშვილი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ინფორმაციას ხშირად გვიზიარებს. ამჯერადაც, პეტრიაშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

დილა მშვიდობისა ჩემო მეგობრებო! #BუკაDეილიNიუსი მოვიდა ცხელი ამბების დასტით!
ჯერ ფრონტები:
დონეცკის ოლქში უჰლედარის მიმართულებაზე ურდო გუშინ ორჯერ შეეცადა ველიკა ნოვოსილკას დასახლებისკენ გარღვევას, მაგრამ თავად დარჩნენ სამისდღემჩიოდ გარღვეულები – ტანკები და ჯავშანმანქანები თავის ტვირთი 200 -ებით მოეფინა შავმიწებს; პავლივკას აღებაზე ნელ ნელა ააღებინეს ხელი ჩვენებმა, იმდენი უბაგუნეს და იმდენი მიუკობზონეს, რო გადავიდა ბრძოლები პოზიციურის ფაზაში;
ავდეევკასა და მარიინკაში მიდის ასევე გააფთრებული ბრძოლები. მეხუთე თვეა მსოფლიოში სიძლიერით “მეორე არმია” იბრძვის გააფთრებულად ერთი ციცქნა მარიინკის ასაღებად! აი საღოოლ! რასაც აიღებთ კი ვიცი, ხერსონის არ იყოს.
უშუალოდ ბახმუტის მიდამოებში ერთი პეტერა გარღვევა შეძლო ურდოს 2-მა 30-50 კაციანმა დივერსიულმა ჯგუფმა და აუ ატეხეს ურდოს პროპაგანძილებმა, გავარღვიეთ ფრონტის ხაზიო :))))) შაიმსება დღეს კიდევ ასეულობით საკობზონე საახალწლო რიგები!
მერამდენე დღეა დიდი ამბებია შიგ დონეცკში! საცა რამე ყავთ გადამალული და მიპარკინგებული ურდოსებს, ყველაფერს ხვდება თავში ჩვენი გაუმარსები! კაარგი ამბები მოვა დონეცკიდან მალე!
ლუჰანსკის სვატოვო-კრემენას მიმართულებითაც მოდის ბრძოლები. ჩვენებს აქვთ კარგი წინსვლა, მაგრამ ჯერ ჯობია თვითონ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაადასტუროს!
მელიტოპოლი ხდება ჩემი საყვარელი ლოკაციაა! უხ როგორ კანკალებს ურდოოო! ან სტრატეგიული უკუსვლა/ კეთილი ნების გამოხატვა, ან წავიდა შავი ცელოფნით 100 ათასიანი საკობზონე ნიშნულის დაპყრობა!
ახლა ხერსონის და დნიპროს მარცხენე სანაპიროს არ იკითხავთ? გუშინ სკადოვსკში, ნოვა კახოვკაში და ოლეშკიში მოუკითხეს ურდოსებს მოსაკითხავი!
საცოდავი ოკუპანტები უკვე ყირიმის ზედ სანაპიროზე თხრიან სანგრებს . არ გიშველით სანგრები და დანა-ჩანგლები! ყირიმი ცე უკრაინა!
უკრაინის თავდაცვის მინისტრი რეზნიკოვი გვახარებს, კიდე ცოტათი გაიყინოს ნიადაგი და ფართომასშტაბიანი კონტრშეტევები მერე ნახეთ თქვენო!
კაი ამბებს გვპირდება გერმანიაში უკრაინის ელჩი მაკეევი – დამატებითი შეიარაღების მოწოდებაზე მივილაპარაკეთ და გრძლედება ბაასი ლეოპარდ 2 ტანკების მოწოდებაზეო!
თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანი ზელენსკის ჰუმანიტარული დახმარების გაზრდა და გენერატორების გაგზავნას დაპირდა. ტელეფონით ისაუბრეს და ხორბლის დერეფნის გაფართოებაზეც იბაასეს! შენი ვარ ზელე, შენთვინ მავჰკვდებიო!
ძია ჯო ბაიდენმა და ზელემ ტელეფონით პოზიციები შეათანხმეს დიდი შვიდეულის ონლაინ სამიტის წინ!
დიდი ბრიტანეთის საგარეო მდივანმა ქლევერლიმ ყველა დამნაშავე წარსდგება საერთაშორისო ტეიბუნალზე, ჯარისკაცით დაწყებული და პუტინით დამთავრებულიო! დასტურ ეგრე იქნება სერ, თუ აცოცხლა ურდომ მანამდე პუტლერი!
ევროკავშირმა ორბანს შეუფუთა ვეტოს უფლება და წინასაშობაოდ გაუგზავნა, უკრაინელებს კიდევ 18 მილიარდ ევროა გაუგზავნის!
ხო გაგზავნაე გამახსენდა, წინასაახალწლოდ საბრძოლო სულისკვეთების ასამაღლებლად ლენინგრადში თავის ურდოსიკებისთვის….. ბალალაიკების და ბაიანების შეგროვება დაიწყეს! მართლა ოღონდ!
პუტლერის პესკოვს სევდიანს აღმოხდა, აღარავის ვუყვარვართო! პურნალისტმა ჩოურტყა, ვინცხას მაინც ხო ვუყვარვართო და ამანაც კიო!
უნდა ეხლა პესკოვს, რომ მარტო ჩრდილოეთ კორეას, სირიას, ირანს და ერითრეას უყვარან?
უკრაინა გაიმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს – პუტლერის ბოროტების იმპერია ჩვენს თვალწინ ინგრევა!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!

იტვირთბა....