საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს წერილით მიმართავს. სააკაშვილის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი მას ერთ-ერთ მთავარ მტრად აღიქვამს და საჯაროდ დაპირდა მოკვლას.
„მთელი ცხოვრება ვიბრძოდი საქართველოსა და უკრაინაში თავისუფლებისა და რეფორმებისთვის. რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ. პუტინი თავის ერთ-ერთ მთავარ მტრად მთვლის, ის საჯაროდ დამპირდა რომ მომკლავდა, მე ციხეში გამიშვეს, ვკვდები, ძალიან ცოტა დრო დამრჩა”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.