მკვლელობა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. სოფელ ჭანჭათში 46 წლის ზაზა წულაძე მოკლეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წულაძეს ცეცხლსასროლი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სააავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.