სროლა გერმანიაში – ქალაქ დრეზდენში პოლიციამ პისტოლეტით შეიარაღებული მამაკაცი დააკავა, რომელმაც მძევლები ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში აიყვანა. ცნობილია, რომ შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, რომლებიც უკვე საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
დაჭრილია თავდამსხმელიც. გერმანული მედია იუწყება, რომ თავდამსხმელმა ცეცხლი გაუხსნა ადგილობრივ რადიოსადგურს, შემდეგ კი მანქანით ქალაქის ცენტრში გაემგზავრა, სადაც სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთ აფთიაქში გამაგრდა.
ასევე ვარაუდობენ, რომ მანამდე 40 წლის ეჭვმიტანილმა, პროლისის რეგიონში საკუთარი დედა მოკლა. გერმანიის პოლიციას ჯერ არ დაუდასტურებია, იყო თუ არა კავშირი მკვლელობასა და მძევლების აყვანას შორის.