რუსული გამოცემა mk.ru საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეს გამოეხმაურა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ დასავლეთს სჭირდება სააკაშვილი სასიკვდილოდ დაავადებული: თუ საჭირო იქნება, მას ასეც მოექცევიან.
„საერთო ჯამში, სააკაშვილის გამოფიტვამდე საკუთარი თავი თავად მიჰყავს იმ იმედით, რომ აღმოჩნდება კლინიკის, ციხის კედლებს გარეთ, შემდეგ კი ქვეყნის გარეთ ყოფნის იმედით.
თუმცა, საქართველოს ხელისუფლება მტკიცედ რეაგირებს სააკაშვილის მხარდამჭერების ყველა ხრიკზე: მათ გადაწყვეტილი აქვთ, რომ ყველა საქმე ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ (და მათგან ხუთია) სასამართლომდე მივიდეს. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ „სააკაშვილს მკურნალობის კურსი არ ემორჩილება“.
ამასობაში დასავლეთში უკვე მთელი კამპანია გაიშალა “ავადმყოფი სააკაშვილის” გადასარჩენად. გადარჩენაზე ევროკავშირის საგარეო სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პიტერ სტანომ გუშინ განაცხადა, რომ „ევროკავშირი შეშფოთებულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ცნობებით, ქვეყნის ხელისუფლებამ მას უნდა გაუწიოს საჭირო სამედიცინო დახმარება“. საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა ასევე გაამახვილეს ყურადღება საგარეო აქტიურობაზე.
ფრაქცია „ხალხის ძალის“ წევრებმა გასულ კვირას გააკეთეს განცხადება: „ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში აშშ-ის საელჩო აქტიურად მუშაობს სააკაშვილის გასათავისუფლებლად. ამის ნათელი დადასტურებაა არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოს ომბუდსმენის ნინო ლომჯარიას და ცნობილი ევროპარლამენტარების საქმიანობა”.
„დაიწყო კამპანია (უცხოურ მედიაში) ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მომზადდა მიკერძოებული რეპორტაჟები. სამწუხაროდ, ეს ადამიანი სამედიცინო პერსონალთან არ თანამშრომლობს“, – ასე თქვა ტელეკომპანია „იმედის“ ხელმძღვანელმა“ .- ნათქვამია სტატიაში.
რუსული მედია წერს, რომ საქართველოს ხელისუფლება შანტაჟს არ ექვემდებარება.
“საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის მოხდის გადავადების საკითხზე თბილისში დღეს დანიშნული სასამართლო პროცესი 14 დეკემბრისთვის გადაიდო. დიდწილად – ამ საქმის ირგვლივ პოლიტიკური აჟიოტაჟის გამო. ექს-პრეზიდენტის თანამოაზრეებმა დილიდან სასამართლოს წინ მოედანი გადაკეტეს. მათ პოლიცია ყურადღებით აკვირდებოდა. ფაქტია, რომ მისთვის „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან“ სასამართლოზე თავად სააკაშვილსაც ელოდნენ. მან წინა დღეს განცხადება გააკეთა, რომ სასამართლოში პირადად მისვლას აპირებდა.”, – წერს გამოცემა.