ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ტერიტორიებზე თავის წარმომადგენლად ჰასან იბრაგიმოვი დანიშნა.
ამის შესახებ რამაზ კადიროვმა თავის ტელეგრამის არხში განაცხადა. 2020 წელს იბრაგიმოვმა სწორედ კადიროვის ხელიდან მიიღო ჩეჩნეთის უმაღლესი ჯილდო – რესპუბლიკის მეთაურის მამის, ახმატ კადიროვის სახელობის ორდენი.