ევროპარლამენტარი ანა ფოტიგას განცხადებით, საქართველოსთან ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ყოველწლიურ ანგარიშში დააყენა შესწორების საკითხი, რითაც ევროპარლამენტი უკრაინაში მებრძოლ ქართველ გმირებს პატივს მიაგებს.
ფოტიგას ინიციატივით, „საქართველოსთან ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების განხორციელების წლიური ანგარიშის” მეოთხე პარაგრაფში, სადაც უკრაინაში რუსეთის აგრესიულ ომზე, სანქციებთან შეერთებასა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უკრაინისა და საქართველოს მხარდაჭერაზეა საუბარი, დაემატება შესწორება, რომელიც ქართული ლეგიონის მებრძოლებს, რომლებიც უკრაინაში 2014 წლიდან იბრძვიან ევროპარლამენტი პატივს მიაგებს.
„ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის – დიდი ხანია ეს პოლონეთის არაოფიციალური მოტივია, რომელიც სწრაფად გავრცელდა ევროპასა და ამერიკაში.
დღეს ეს სიტყვები უკრაინაში ისხამს ხორცს. ესაა მიზეზი რის გამოც მე დავაყენე ამ შესწორების საკითხი, რათა პატივი მივაგოთ იმ ქართველ გმირებს, ვინც უკრაინას და საქართველოსაც იცავს“ – აცხადებს ანა ფოტიგა.