aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

„ტერიტორიული კონფლიქტის მიუხედავად, საქართველო NATO-ს წევრი მაინც გახდება“

aviabiletebi
ავიაბილეთები

ტერიტორიული კონფლიქტის მიუხედავად, საქართველო NATO-ს წევრი მაინც გახდება და ამ მოსაზრებას ალიანსის ყველა წევრი იზიარებს, – ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ აზერბაიჯანულ სააგენტო “ტრენდთან” საუბარში განაცხადა.

“ჩვენ ახლა ვმუშაობთ ჩვენი ურთიერთობის გაფართოებაზე და იმედი გვაქვს, რომ კონფლიქტი მალე გადაწყდება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გათვალისწინებით. ამჟამად ჩვენ ურთიერთობის გაღრმავებაზე ვმუშაობთ და საქართველოს NATO-ში შესაძლო წევრობისთვის ვამზადებთ”.- განაცხადა აპატურაიმ.

 

იტვირთბა....