ახალი ამბები უკრაინის ომი

უახლოეს კვირებში დონბასში უკრაინის კონტრშეტევის ტემპი გაიზრდება -ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უახლოეს კვირებში დონბასში უკრაინის კონტრშეტევის ტემპი გაიზრდება.

“ზამთრის დადგომასთან ერთად, აღმოსავლეთ ევროპაში პირობები უფრო ხელსაყრელი ხდება უახლოეს რამდენიმე კვირაში სამხედრო ოპერაციების უფრო მაღალი ტემპისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამერიკელი ანალიტიკოსების თქმით, ოპერაციების საერთო ტემპი, სავარაუდოდ, უახლოეს კვირებში გაიზრდება, რადგან მუდმივად ცივი ტემპერატურა საშუალებას აძლევს მიწას გაიყინოს ბრძოლის მთელ პერიმეტრზე, განსაკუთრებით აღმოსავლეთ უკრაინაში. ამასთან, ამერიკელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ არც რუსი და არც უკრაინელი სამხედროები არ შეაჩერებენ შეტევით ოპერაციებს ზამთარში.

“უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ წინსვლას კრემენაიას ჩრდილო-დასავლეთით. რუსი ოკუპანტები კი სახმელეთო შეტევებს ბახმუტის გარშემო აგრძელებენ, ასევე დონეცკის დასავლეთ ნაწილში და ზაპოროჟიეს რეგიონების აღმოსავლეთ ნაწილში”, – განაცხადა ომის კვლევის ინსტიტუტმა.

3 დეკემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრონტზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველაზე მძიმე ვითარება ახლა დონეცკის რეგიონშია.

იტვირთბა....