უკრაინის “რადას” ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარის, დავით არახამიას თქმით, თუ რუსეთს მოლაპარაკებები სურს, 4 მთავარი პირობა უნდა შეასრულოს.
“უკრაინა მზად არის უზრუნველყოს რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიები.
ამისთვის საკმარისია:
დატოვონ ჩვენი ქვეყნის ტერიტორია;
რეპარაციის გადახდა;
დაისაჯოს ომის ყველა დამნაშავე;
ნებაყოფლობით დათმობს ბირთვული იარაღი.
ამის შემდეგ ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდეთ და უსაფრთხოების გარანტიებზე ვისაუბროთ”, – წერს დავით არახამია Telegram-ზე.