ახალი ამბები პოლიტიკა

“პატარა ბავშვი უფრო მეტს ჭამს, ვიდრე ეს, ძალიან მალე იღლება…”- გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

მიხელ სააკაშვილი კვლავ “ვივამედში” განაგრძობს მკურნალობას. მდგომარეობა, ოჯახის შეფასებით, მძიმეა.

ცოტა ხნის წინ ყოფილი პრეზიდენტი გიული ალასანიამ მოინახულა. ჟურნალისტებთან მან მცირე კომენტარი გააკეთა სადაც თქვა რომ სიმპტომები უცვლელია – უმადობა, ტემპერატურა და სისუსტე, რაც. მისი თქმით, უკვე დასმული რამდენიმე დიაგნოზის ფონზე, მდგომარეობას ყოველდღიურად ამძიმებს.

“საშინელი სისუსტე და კვება როგორია, იცით? – პატარა ბავშვი უფრო მეტს ჭამს ვიდრე ეს, ერთ ლუკმას მოკბეჩს და მერე გადადის წყალზე, ჩაიზე…

ძალიან მალე იღლება, უყურებს საშინელებას რაც ხდება უკრაინაში, ბახმუტის ამბებს,” – თქვა ალასანიამ.

იტვირთბა....