ახალი ამბები კრიმინალი

რაჭაში ახალგაზრდა ბიჭმა 61 წლის მეზობელი ტყეში დანით მოკლა – ახალი დეტალები

რაჭაში მეზობელმა მეზობელი მოკლა. 61 წლის კაცი სასიკვდილოდ ახალგაზრდა ბიჭმა, 40 წლის გიორგი სოხაძემ დანით დაჭრა.

შემთხვევა გუშინ ამბროლაურში  მოხდა. თავდამსხმელი მსხვერპლს სასტიკად ტყეში გაუსწორდა, სადაც მოხუცი, სავარაუდოდ,  შეშას აგროვებდა.

მეზობლების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცმა გვამის გადამალვაც სცადა.

მათთან ერთად იყო  კიდევ ერთი კაცი, რომელმაც თავს გაქცევით უშველა და 112-ში დარეკა.

არსებობს ვარაუდი, რომ სავარაუდო მკვლელს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.

40 წლის გიორგი სოხაძეს პოლიცია ამ დრომდე ეძებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

იტვირთბა....