თბილისის მერიამ ქალაქის ბიუჯეტიდან ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის, ლეონიდ გერგედავას შვილს პარიზში სწავლისა და ცხოვრების ხარჯები დაუფინანსა. ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია “მეტრონომთან” საუბარში აცხადებს.
მისი თქმით, შესაბამისი ბრძანება თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ 2015 წლის სექტემბერში გასცა.
“ნარმანიამ გამოსცა ბრძანება და სოციალური დახმარებისთვის განკუთვნილი მუხლიდან გამოყო 5 400 ათასი ლარი. ეს ის მუხლია, საიდანაც უნდა ფინანსდებოდნენ სოციალურად დაუცველები, უსახლკაროები და ა.შ. ეს არის ცინიზმი და უნდა ახსნას ნარმანიამ, რამ გაამწარა და რამ გააკეთებინა ეს სისულელე. ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის ხელმძღვანელი ბატონი გერგედავა აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან”. – აღნიშნა მელიამ.
“მეტრონომი” თბილისის მერიას დაუკავშირდა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის გვანცა პაპასკირის განცხადებით, ამ დროისთვის მერია ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.