ცოტა ხნის წინ ვიყავი საქართველოში. მათ ჩვენი სოლიდარობა სჭირდებათ. არის საჭიროება, რომ ნამდვილად დავდგეთ მათი საზღვრების დასაცავად, – ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანიკენ ჰუიტფელდტმა ბუქარესტში, სადაც ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი სამიტი მიმდინარეობს, ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ბუქარესტში, დღეს დაგეგმილი შეხვედრების დროს განხილვის ერთ-ერთი თემა იქნება, როგორც დაიცვან რუსეთის მეზობელი ქვეყნები, მათ შორის საქართველო.
„ჩვენ დღეს ვისაუბრებთ რუსეთის მეზობელ დაუცველ ქვეყნებზე, როგორიცაა საქართველო, მოლდოვა და ასევე ბოსნია. ცოტა ხნის წინ ვიყავი საქართველოში. მათ ჩვენი სოლიდარობა სჭირდებათ. არის საჭიროება, რომ ნამდვილად დავდგეთ მათი საზღვრების დასაცავად. ვფიქრობ, მინისტერიალზე ეს იქნება საერთო გზავნილი საქართველოსთვის“, – განაცხადა ნორვეგიის საგარეო მინისტრმა.