ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს რაიონის ერთ-ერთ დასახლებაში გაზის გამანაწილებელ პუნქტს რაკეტა ესროლეს.
„ამ ღამეს რუსი მონსტრები კვლავ მოხვდნენ ჩვენი რეგიონის მშვიდობიან მიწებზე, ზაპოროჟიეს რაიონის ერთ-ერთ დასახლებაში რაკეტის (ალბათ S-300) დარტყმის შედეგად დაზიანდა გაზის გამანაწილებელი პუნქტი, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა“, – განაცხადა ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციული ხელმძღვანელმა, ალექსანდრე სტარუხმა.
ხანძარი სწრაფად ჩააქრეს, სამი ქუჩა გაზის გარეშე დარჩა, არავინ დაშავებულა.