კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ბელგიის საფეხბურთო ნაკრები მაროკოსთან დამარცხდა, რის შემდეგაც ბრიუსელის ქუჩებში არეულობა დაიწყო. გულშემატკივრებმა დაწვეს ავტომანქანები და ჩაამსხვრიეს მაღაზიების მინები. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.
პოლიციის ინფორმაციით, მომხდარის გამო 11 პირი დააკავეს.
იტვირთბა....