aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსმა ოკუპანტმა შემთხვევით თანამებრძოლს ესროლა და მოკლა

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში მობილიზებულმა თავის “კოლეგას” ავტომატიდან შემთხვევით ესროლა – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია Unian ტელეგრამის არხ „Baza-ზე“ დაყრდნობით იუწყება.

ტყვია „მობიკს“ კისერში მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა.

თვითმხილველის თქმით, შემთხვევა სოფელ ტოლპინოში მოხდა. გამოცემის თანახმად, 43 წლის სამხედრომ Ak-74-დან შემთხვევით, 33 წლის რიგითის მიმართულებით ისროლა.

მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაციის დასრულება, ჯერ კიდევ, 31 ოქტომბერს გამოაცხადა, ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის ცნობით, რუსეთში მობილიზაციისთვის ფარულად ემზადებიან.

იტვირთბა....